Thursday, October 28, 2010

აკაკი-170

                                                                პ რ ო ე ქ ტ ი 

თემა: "აკაკი - 170"

მიზნები: 

  • თანამშრომლობა მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის
  • აკაკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უფრო ახლოს გაცნობა
  • ქართული სწორი მეტყველების განვითარება
  • ინტელექტის განვითარება
  • მოსწავლეთა შორის ურთერთ თანამშრომლობა

 ამოცანები: 

  •  საჭირო მასალების მოძიება ბიბლიოთეკაში
  • ინტერნეტში აკაკის ბიოგრაფასთან დაკავშრებული ინფორმაციის მოძიება
  • გაზეთის გამოშვება
  • ექსკურსიის მოწყობა მთაწმინდსი პანთეონში
  • აკაკი - "170" - ღონისძიების მოწყობა სკოლის დარბაზში

მიზნობრივი ჯგუფები: 

  •   მე-4გ კლასის მოსწავლეები

სამუშაო განრიგი:

  •   ყოველი დღის 14-16 სთ. დროის ხანგრძლივობა 2 კვირა.

დანიშნულების დღეს მოხდება თითოეული მოსწავლის მოსმენა

მიეცემათ საჭრო რეკომენდაციები. დაიხვეწება მათი მეტყველება, ინტონაცია,

ჟესტიკულაცია და ა.შ.


პრეზენტაცია:

დანიშნულ დღეს (28 ოქტომბერს)

სკოლის დარბაზში ჩატარდება ღონისძიება, სადაც მე-4გ კლასის ყოველი მოსწავლე

წარსდგება მაყურებელთა წინაშე.ისინი წაიკითხავენ აკაკის მოკლე ბიოგრაფიულ

ინფორმაციებს, აგრეთვე მათგან მოვისმენთ გამოჩენილ ადამიანთა მოგონებებს აკაკიზე.

გამოფენილი იქნება მოსწავლეთა მიერ გაფორმებული კედლის გაზეთები.

შეფასება: 

             წინასწარ შერჩეული სტუმრები,დირექცია და პედაგოგები გამოთქვამენ თავიანთ აზრს.


შერჩეულ დღეს მოეწყობა ექსკურსია მამადავითზე, რათა პატივი მივაგოთ აკაკის ხსოვნას.

ყვავილებით შევამკობთ მის საფლავს.

Sunday, July 18, 2010

გაკვეთილის გეგმა

ს ა ს წ ა ვ ლ ო გ ე გ მ ი ს ნ ი მ უ შ ი
(პუნქტების მოკლე აღწერა)

1. გაკვეთილის თემა ვაჟა ფშაველას "შვლის ნუკრის ნაამბობი"გრამ.ზმნის პირი.
2. სწავლების საფეხური და კლასი საფეხური 1–ლი, მე–4 კლასი.
ინტეგრირებულისაგნები
მასწავლებლებისსახელიგვარი საგნები მასწავლებლ(ებ)ის სახელი, გვარი
ქართული,ბუნება. ცისანა ჭარბაძე
~–4. მოსწავლეთა რაოდენობა 26
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი „.
6. გაკვეთილის სასწავლოიზნები
(საგნების მიხედვით) ქართული
1)მხატვრული ტექსტის კითხვა და გააზრება
2)საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
3)გაბმულ მეტყველებაზე ვარჯიში
4)გეგმის შედგენა
5) სხვადასხვა პირში თხრობა
6) მართლწერის ჩვევბის ფორმირება
ბუნება
1)ცოცხალი ბუნების მოვლდა და გაფრთიხლება
2)ლიტერატურულ პერსონაჟთან წარმოსახვითი ინტერვიუ
–ცოდნისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელსაც უნდა მივაღწიოთ გაკვეთილის/გაკვეთილების ბოლოს.
სასწავლო მიზნები არ ასახავს პროცესს, არამედ გამოხატავს იმას, 7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები 1)გააზრებულად,მხატვრულად კითხულობენ ტექსტს.
2)ამყარებენ საგანთშორის კავშრს
3)გამოხატავენ და ასაბუთებენ თავიანთ აზრებს, დამოკიდებულებებს
4) ვიდეოლოკაჟს დამხმარებით ეცნობიან მწერლის ცხოვრებისეულ ინფორმაციებს
5) იხსენებენ განვლილ კლასებში ნასწავლ ამავე მწერლის ლექსებს, მოთხრობებს
6)წერენ და ასრულებენ გრამატიკულ დავალებებს წყვილებში
7) თითოეული წყვილის შეფასება ქულებით.
8) წყვილები ახდენენ ურთიერთშეფასებას
9) ერთი მოსწავლე ახდენს მთელი გაკვეთილის პრეზენტაციას
8. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო) 1) ტექსტის კითხვა და ანალიზი (10 წუთი)
2) კავშირის დამყარება ბუნების კავეთილებზე მიღებულ ინფორმაციასთან (6 წუთი)
3) დასკვნების გაკეთბა და დასაბუთება ( 6 წუთი)
4) ვიდეოლაჟი (3 წუთი)
5) ნასწავლი ლექსების და მოთხრობების გახსენება (4 წუთი)
6) წერით დავალების შესრულება წყვილებში ( 6 წუთი)
7) თვითშეფასება დასხვათა შეფასება (4 წუთი)
8) პრეზენტაცია (4 წუთი)
9. შეფასება განმავითარებელი, განმსაზღვრელი და ჯგუფური.
შეფასების რუბრიკა
1) მსჯელობს გარკვევით, მოჰყავს ფაქტები და არგუმენტები
2) წინადადებებს ლოგიკურად აკავშირებს
3) იყენებს შესაფერის ლექსიკას და მხატვრულ ხერხებს
4) საუბრობს ნელა და გარკვევით
5) იცავს დროის ლიმიტს
საკლასომენეჯმენტი
საგანმანათლებლორესურსები

ინფორმაციის წყაროები (ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა..)
მიანიშნეთ წყაროები, რომლებიც გამოიყენეთ გაკვეთილის მომზადების, მსვლელობის დროს (მაგ. წიგნები, ალბომები..).
ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები და რესურსები
მიუთითეთ ის კომპიუტერული პროგრამები (მაგ. OpenOffice.Org Presentation, OpenOffice.Org spreadsheet, gimp, და სხვა.. ), ვებ-გვერდები და სხვა ელექტრონული რესურსები (Flickr.com, maps.google.com, earth.google.com, wikipedia…), რომლებსაც იყენებთ თქვენ და მოსწავლეები გაკვეთილისთვის.

ბენი




მე მინდა მოგიყვეთ ჩემო ოჯახის ახალი წევრის ბენის ისტორია
აქამდე არასდროს ვიცოდი თუ ძაღლებს ასეთი ფაქიზი ბუნება გააჩნდათ, სანამ სახლში მოვიყვანეთ პატარა,ქათქათა, ფუმფულა გორგალი, ბენი (ლაბრადორ რეტრივერი)

ასევე თემას მინდა დავურთო ლაბრადორების მოკლე ისტორია


წარმომავლობა. ლაბრადორ რეტრივერის სამშობლო ნიუფაუნდლენდია. 1800 წელს ინგლისელმა მეზღვაურებმა იგი დიდ ბრიტანეთში ჩამოიყვანეს. წავის მაგვარი კუდის მქონე ძაღლები დიდი ხნის მანძილზე ეხმარებოდნენ ადგილობრივ მეთევზეებს ნაპირზე ბადეს ამოთრევაში. ამბობენ, რომ ერთხელ, ერთ-ერთი მეთევზის ძაღლმა გაბერტყვისას გაწუწა გრაფი მამსბერი და მან წაიბურტყუნა სიტყვა “ლაბრადორი”. ასეთივე სახელით მან ეს ძაღლი მოიხსენია ინგლისში გაგზანილ წერილშიც. 1903 წელს ლაბრადორ-რეტრივერი აღიარა მეძაღლეობის ინგლისურმა კლუბმა დამოუკიდებელი ჯიშის სახით.

ჯიშის აღწერა. ლაბრადორ-რეტრივერი ძლიერი და მჭიდრო აღნაგობისაა. სიმაღლე მინდაოში: 55-57 სმ. წონა: 24-36 კგ. ძუ უფრო პატარაა – 54-56 სმ მინდაოში. ამ ჯიშის თავი მოქცეულია გვერდით, თავის ქალა – ფართო მოცულობისაა, მაგრამ სქელი ლოყების გარეშე, ზოლები წმინდაა. გადასვლა მრგვალი შუბლიდან ცხვირის სწორი ზურგისკენ მდორეა, ცხვირის ბიბილო – სქელია, თანკბილვა – მაკრატელისებრი, თვალები – წაბლისფერი ან თაფლისფერი, არაჩვეულებრივი ჭკვიანური გამომეტყველებით. ყურები დაკიდებულია და განთავსებული თავის უკან. კისერი ძლიერია. ამ ძაღლებს კუდის განსაკუთრებული ფორმა აქვთ – “წავისებური კუდი” – საშუალო ზომის, საფუძველთან სქელი, თანდათანობით შევიწროებული ბოლოსკენ და მთელ სიგრძეზე დაფარული ლაბრადორისათვის დამახასიათებელი ოდნავ უხეში და ხშირი ბეწვით. ფეხები კარგად განვითარებული ძლიერი კუნთებითაა, თათები – მრგვალი, ბეწვი – მოკლე, ხშირი, ტალღოვანობისა და ანაძენძების გარეშე, გააჩნია ხშირი ქინქლი, რომელიც ფლობს წყალგაუმტარ თვისებებს. შეფერილობა: ყოველთვის ერთიანი, შავი, მოყავისფრო-შოკოლადისფერი, ყვითელი (ღია კრემისფერიდან მოწითალო-მოწითურომდე). აღვნიშნოთ, რომ, ამჟამად, მთელ მსოფლიოში პოპულარულია ყვითელი ელფერის მქონე ლაბრადორები.

ხასიათი. ლაბრადორი – ერთ-ერთი ყველაზე დამჯერი და სანდო ძაღლია. იგი ძალზე ჭკვიანი და კეთილმოსურნეა, ადვილად ექვემდებარება წვრთნას. მთელ მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ინტელიგენტურ და დაჯილდოებულ ძაღლად. ალერსიანია ბავშვებთან, შრომისმოყვარეა, არაახირებული. ლაბრადორები ძალიან ფასობენ გამძღოლი ძაღლების სახით.

გამოყენება. ლაბრადორი ფლობს შესანიშნავ ყნოსვას. მან მშვენივრად იცის, თუ რა სურს მისგან პატრონს ნადირობაზე. ეს ძაღლი განთქმულია, როგორც მონადირე წყლიან და ჭაობიან ადგილებში მობინადრე ნადირზე. თუმცა, ამჟამად, იგი ფართოდაა გავრცელებული კომპანიონი ძაღლის სახით. ლაბრადორი ჩინებული დარაჯია, შესანიშნავი ძიძა ბავშვებისათვის, იცის ოჯახის თითოეული წევრის გემოვნება და ყოველ მათგანთან ურთიერთობს თავისებურად. ამ ძაღლთან ერთად სეირნობები მხოლოდ სიამოვნების მომტანია.


და დავურთო ბენის ვიდეო :)