Sunday, July 18, 2010

ბენი




მე მინდა მოგიყვეთ ჩემო ოჯახის ახალი წევრის ბენის ისტორია
აქამდე არასდროს ვიცოდი თუ ძაღლებს ასეთი ფაქიზი ბუნება გააჩნდათ, სანამ სახლში მოვიყვანეთ პატარა,ქათქათა, ფუმფულა გორგალი, ბენი (ლაბრადორ რეტრივერი)

ასევე თემას მინდა დავურთო ლაბრადორების მოკლე ისტორია


წარმომავლობა. ლაბრადორ რეტრივერის სამშობლო ნიუფაუნდლენდია. 1800 წელს ინგლისელმა მეზღვაურებმა იგი დიდ ბრიტანეთში ჩამოიყვანეს. წავის მაგვარი კუდის მქონე ძაღლები დიდი ხნის მანძილზე ეხმარებოდნენ ადგილობრივ მეთევზეებს ნაპირზე ბადეს ამოთრევაში. ამბობენ, რომ ერთხელ, ერთ-ერთი მეთევზის ძაღლმა გაბერტყვისას გაწუწა გრაფი მამსბერი და მან წაიბურტყუნა სიტყვა “ლაბრადორი”. ასეთივე სახელით მან ეს ძაღლი მოიხსენია ინგლისში გაგზანილ წერილშიც. 1903 წელს ლაბრადორ-რეტრივერი აღიარა მეძაღლეობის ინგლისურმა კლუბმა დამოუკიდებელი ჯიშის სახით.

ჯიშის აღწერა. ლაბრადორ-რეტრივერი ძლიერი და მჭიდრო აღნაგობისაა. სიმაღლე მინდაოში: 55-57 სმ. წონა: 24-36 კგ. ძუ უფრო პატარაა – 54-56 სმ მინდაოში. ამ ჯიშის თავი მოქცეულია გვერდით, თავის ქალა – ფართო მოცულობისაა, მაგრამ სქელი ლოყების გარეშე, ზოლები წმინდაა. გადასვლა მრგვალი შუბლიდან ცხვირის სწორი ზურგისკენ მდორეა, ცხვირის ბიბილო – სქელია, თანკბილვა – მაკრატელისებრი, თვალები – წაბლისფერი ან თაფლისფერი, არაჩვეულებრივი ჭკვიანური გამომეტყველებით. ყურები დაკიდებულია და განთავსებული თავის უკან. კისერი ძლიერია. ამ ძაღლებს კუდის განსაკუთრებული ფორმა აქვთ – “წავისებური კუდი” – საშუალო ზომის, საფუძველთან სქელი, თანდათანობით შევიწროებული ბოლოსკენ და მთელ სიგრძეზე დაფარული ლაბრადორისათვის დამახასიათებელი ოდნავ უხეში და ხშირი ბეწვით. ფეხები კარგად განვითარებული ძლიერი კუნთებითაა, თათები – მრგვალი, ბეწვი – მოკლე, ხშირი, ტალღოვანობისა და ანაძენძების გარეშე, გააჩნია ხშირი ქინქლი, რომელიც ფლობს წყალგაუმტარ თვისებებს. შეფერილობა: ყოველთვის ერთიანი, შავი, მოყავისფრო-შოკოლადისფერი, ყვითელი (ღია კრემისფერიდან მოწითალო-მოწითურომდე). აღვნიშნოთ, რომ, ამჟამად, მთელ მსოფლიოში პოპულარულია ყვითელი ელფერის მქონე ლაბრადორები.

ხასიათი. ლაბრადორი – ერთ-ერთი ყველაზე დამჯერი და სანდო ძაღლია. იგი ძალზე ჭკვიანი და კეთილმოსურნეა, ადვილად ექვემდებარება წვრთნას. მთელ მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ინტელიგენტურ და დაჯილდოებულ ძაღლად. ალერსიანია ბავშვებთან, შრომისმოყვარეა, არაახირებული. ლაბრადორები ძალიან ფასობენ გამძღოლი ძაღლების სახით.

გამოყენება. ლაბრადორი ფლობს შესანიშნავ ყნოსვას. მან მშვენივრად იცის, თუ რა სურს მისგან პატრონს ნადირობაზე. ეს ძაღლი განთქმულია, როგორც მონადირე წყლიან და ჭაობიან ადგილებში მობინადრე ნადირზე. თუმცა, ამჟამად, იგი ფართოდაა გავრცელებული კომპანიონი ძაღლის სახით. ლაბრადორი ჩინებული დარაჯია, შესანიშნავი ძიძა ბავშვებისათვის, იცის ოჯახის თითოეული წევრის გემოვნება და ყოველ მათგანთან ურთიერთობს თავისებურად. ამ ძაღლთან ერთად სეირნობები მხოლოდ სიამოვნების მომტანია.


და დავურთო ბენის ვიდეო :)

No comments:

Post a Comment